ლავარ ბოლის შუათანა ვაჟმა ლიანჯელომ, დეტროიტ პისტონსთან ერთწლიანი არა გარანტირებული ხელშეკრულება გააფორმა, რამაც მისი ძმები ლონზო და ლამელო (წლევანდელი დრაფტის მესამე ნომრად ჰორნეთსმა აირჩია) ძალიან გაახარა და ეს პოსტებით გამოხატეს კიდეც.

ლონზომ ძმის კონტრაქტი ფილადელფია სიქსერსის ცენტრის ჯოელ ემბიდის ცნობილი გამონათქვამით აღნიშნა. ნიუ ორლეანს პელიკანსის მცველმა კარგად იცის, რამდენად რთული გზის გავლა მოუწია ჯელოს. 2018 წლის NBA Draft-ზე არ არჩევიდან დაწყებული, პანდემიის გამო G ლიგაში ვერ თამაშით, თუმცა როგორც ხედავთ მან მიზანს მაინც მიაღწია.
ლამელომ, რომელიც როგორც ზემოთ აღვნიშნე შარლოტ ჰორნეთსმა NBA-ს ბოლო დრაფტზე მესამე ნომრად აირჩია, უფროსი ძმის მიმართ მანაც დიდი სიყვარული გამოავლინა. ინსტაგრამის საშუალებით, მელომ უფროსი ძმის კონტრაქტის აღსანიშნავად story-ების გამოაქვეყნა:
იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის ერთწლიანი არა გარანტირებული გარიგება, ლიანჯელოს უახლოეს ხანებში ბევრი რამ ექნება დასამტკიცებელი. მისგან განსხვავებით, ძმები თავიანთ გუნდებში საკმაოდ უსაფრთხოდ არიან და ადგილი გარანტირებული აქვთ, ჯელოს კი მუშაობა ორმაგად მოუწევს, რათა თავისი საჭიროება დაამტკიცოს.
ბოლების ოჯახმა ასევე დაამტკიცა, რომ ამერიკელი ახალგაზრდებისთვის NCAA, NBA- სკენ ერთადერთი გზა არ არის. ლამელომ გამოტოვა კოლეჯი, ითამაშა რამდენიმე ქვეყანაში და მაინც ტოპ პროსპექტად ითვლებოდა და საბოლოოდ სამ საუკეთესოშიც მოხვდა. თავის მხრივ, ლიანჯელომ აჩვენა, რომ როდესაც ის არ აირჩიეს, ამით ოცნება არ დასრულებულა და საბოლოოდ მცირე გამარჯვებასაც მიაღწია.








