დღითიდღე უფრო და უფრო რეალური ხდება, რომ სეზონის ბოლოს მადრიდის „რეალის“ კაპიტანი, სერხიო რამოსი სანტიაგო ბერნაბეუს დატოვებს და ახალი სეზონიდან სხვა გუნდში აღმოჩნდება. „ბლანკოსის“ კაპიტანს კონტრაქტის ამოწურვამდე 5 თვეღა დარჩა, ფეხბურთელი და კლუბი კი ხელშეკრულების გახანგრძლივებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ამის ფონზე, იმისკენ მივდივართ, რომ სეზონის ბოლოს სერხიო „რეალს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, თუმცა ოფიციალური წინადადებით ფეხბურთელისთვის არცერთ კლუბს მიუმართავს.
ჯერ კიდევ ნოემბერში, 34 წლის ფეხბურთელი რამდენიმე ინგლისურ კლუბს დაუკავშირეს, მათ შორის იყვნენ „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“. ევროპულ პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ ეს კლუბები რამოსს თავის რიგებში სიამოვნებით მიიღებდნენ, თანაც უფასოდ. ალბათ, არ მოიძებნება „რეალის“ გულშემატკივარი, რომელსაც რამოსის წასვლა უნდა, მაგრამ დროა სიტუაციას ობიექტურად შევხედოთ და რეალობას თვალი გავუსწოროთ. მოდით განვიხილოთ რა ვარიანტები ექნება 34 წლის ფეხბურთელს სამომავლოდ.
7. MLS
როდესაც რამოსს „რეალთან“ კონტრაქტი ამოეწურება, ის უკვე 35 წლის იქნება. ამ ასაკის ფეხბურთელები უკვე წარმავალთა რიცხვს მიეკუთვნებიან და უმეტესი მათგანი, ბოლო ხმამაღალ ტრანსფერზე იწყებს ფიქრს. ამ შემთხვევაში ვეტერანი ფეხბურთელებისთვის იდეალური გამოსავალი ამერიკის საფეხბურთო ლიგაა – კომფორტული და მსუბუქი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. ამასთან, ანაზღაურებასაც ვერ დაიწუნებ. ამ ასაკში, მზიანი მაიამის გუნდში გადასვლა განა იდეალური არ არის?
ეს ყველაფერი ლოგიკურია, მაგრამ სერხიო მაინც არ მიეკუთვნება იმ ფეხბურთელთა რიცხვს, რომელიც ტოპ-ვარსკვლავობიდან ასე უცბად ჩამოეწერება და ნახევრადპროფესიონალურ დონეზე დაიწყებს თამაშს. მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი და ამისთვის ტიტულები სჭირდება. სწორედ ამის გამო არ წავა რამოსი შეერთებულ შტატებში.
ალბათობა: 10-დან 2.

6 „მანჩესტერ სიტი“
სავარაუდოდ, 34 წლის ესპანელი ფეხბურთელი „რეალიდან“ წამოსვლის შემდეგ მაღალანაზღაურებადი კლუბის მოძებნას ეცდება. ერთ-ერთი ასეთი ვარიანტი „მანჩესტერ სიტია“. ქალაქელები უპრობლემოდ შეძლებენ რამოსისთვის ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებას, მაგრამ რამდენიმე ხელისშემშლელი ფაქტორი არსებობს.
მიმდინარე სეზონში რუბენ დიასის გადმოყვანით, პეპ გვარდიოლამ თითქოს დაცვაში არსებული პრობლემა მოაგვარა. მან და ჯონ სტოუნსმა იდეალური დუეტი შექმნეს. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს ლაპორტი, რომელიც კვლავ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრება. შესაბამისად, ასეთი კამპანიის არსებობის გამო ნაკლებად სავარაუდოა, რომ პეპს კლუბში სერხიო რამოსი სჭირდებოდეს.
ალბათობა: 10-დან 3.
5.„ტოტენჰემი“
ტოტენჰემს ძალიან სჭირდება ახალი მცველი. რატომ არა რამო? ალბათ, იმ მიზეზით, რომ თუნდაც მოურინიოს გუნდში ჩემპიონის ამბიციებით მოსვლის შემდეგ, “სპურსი” არ იზიდავს. ხოსე უკვე მუშაობდა რამოსთან და სერხიო რეჯოლონმა განიხილა მასთან ტელეფონით გადაადგილების შესაძლებლობა, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი გარიგება ძნელი დასაჯერებელია.
აი, ტოტენჰემს კი ნამდვილად ძალიან სჭირდება ახალი მცველი და რატომაც არა რამოსი?! მაგრამ ეს გარიგება მაინც რთული წარმოსადგენია. მართალია, კლუბში ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ ლონდონელებს საჩემპიონო ამბიცია გაუჩნდათ, მაგრამ რამოსს და ჟოზეს ერთმანეთთან თანამშრომლობის გამოცდილება უკვე აქვთ და მათი ურთიერთობა საუკეთესოობით ვერ დაიკვეხნის.
ალბათობა: 10-დან 5.
4. „იუვენტუსი“
როდესაც კრიშტიანუ რონალდუმ „რეალი“ დატოვა, ყველა ელოდა, რომ მადრიდული კლუბი დაეცემოდა, თუმცა სერხიო რამოსის კაპიტნობით და გუნდში ზიდანის დაბრუნების შემდეგ, „ბლანკოსმა“ ქვეყნის ჩემპიონატის მოგება მოახერხა.
„იუვე“ სახელგანთქმულია კლუბში ვარსკვლავების უფასო ტრანსფერებით. თავის დროზე ტურინში უსასყიდლოდ ისეთი ფეხბურთელები მოვიდნენ, როგორებიც არიან პოლ პოგბა, აარონ რემზი, ადრიენ რაბიო და დანი ალვეში. რატომაც არა რამოსი? ეს ყველაფერი სავსებით რეალურია. თან ტურინელებს ჩემპიონთა ლიგის მოგებაც სურთ და რამოსის გამოცდილების მქონე ფეხბურთელი დღეს თითოოროლა თუ დაიარება პლანეტაზე.
ალბათობა: 10-დან 6.

3. მადრიდის „რეალი“
სიმართლე გითხრათ, თუ ვინმეს შეიძლება ეწოდოს ესპანური ფეხბურთის მეფე, ეს ნამდვილად სერხიო რამოსია. 34 წლის ფეხბურთელი ყოველთვის გამოირჩეოდა „რეალის“ განსაკუთრებული სიყვარულით. ყველა მატჩში ის მოედანზე მაქსიმუმს დებს და გულშემატკივრებს მუდამ თავისი „სქილებით“ მუდამ გაოცებულს ტოვებდა.
„რეალში“ რამოსის დარჩენა ყველას გამარჯვება იქნება. მართალია მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ, თუმცა ერთმანეთთან დამოკიდებულების გათვალისწინებით, შეიძლება ყველაფერი მოხდეს. დღეისთვის პრობლემა ისაა, რომ პანდემიის გამო ყველაფერზე შეთანხმება შეუძლებელია, მაგრამ კომპრომისიც შესაძლებელი. დღეს „ბლანკოსის“ ყველა გულშემატკივარი ფლორენტინო პერესს იმედის თვალით შეჰყურებს.
ალბათობა: 10-დან 7.

2. „მანჩესტერ იუნაიტედი“
ბოლოს, როდესაც სერხიო რამოსს უკლუბოდ დარჩენა ემუქრებოდა, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მისი გაფორმების მთავარ კანდიდატად ითვლებოდა.
ლუი ვან გაალი აქტიურად ცდილობდა ესპანელის გადმობირებას და აღიარა კიდეც, რომ ძალიან სურდა ფეხბურთელის „წითელი ეშმაკების“ მაისურით ეხილა. ამის გამო, ეს ტრანსფერი კიდევ უფრო რეალური ხდება.
მანჩესტერულ კლუბს ძალიან სჭირდება დაცვის ხაზის ლიდერი, რამოსი კი სარფიან გარიგებაზე უარს ნამდვილად არ იტყვის, თან თუ მას ძირითად გუნდში გარანტირებულ სათამაშო დროს შესთავაზებენ.
ალბათობა: 10-დან 8.

1. პსჟ
და ბოლოს, პარიზული გიგანტი, რომელსაც ნებისმიერი ფეხბურთელის, ასევე ნებისმიერი ფინანსური მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეუძლია. ამასთან, ამ სეზონში პსჟ-ს დაცვა დაცვის სტაბილურობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის და პრობლემების აღმოსაფხვრელად, რამოსი შესანიშნავი ვარიანტია.
მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება საკმაოდ რეალურია. გასული სეზონის ბოლოს, პარიზული კლუბი ტიაგო სილვამ დატოვა, ესპანელი ფეხბურთელი კი სტაბილურობით მას ძალიან ჰგავს. ამასთან, მას არაერთხელ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა, პარიზელები კი რამდენიმე წელია უშედეგოდ ცდილობენ საფრანგეთის დედაქალაქში ლიგის თასის წაღებას. იქნებ, სწორედ რამოსის ტრანსფერი იყოს ამ ამოცანის გასაღები?!
ალბათობა: 10-დან 9.








