ამსტერდამის „აიაქსის“ ძირითადი მეკარე ანდრე ონანა 12 თვით უფეხბურთოდ დარჩა. მას თამაში, როგორც გუნდში, ასევე ეროვნულ ნაკრებში აეკრძალა. მიზეზი დოპინგის მიღებაა.
კამერუნელ მეკარეს სისხლში პრეპარატ „ფუროსემიდის“ კვალი აღმოაჩნდა, რაც აკრძალული მედიკამენტების ნუსხაში შედის.
უეფამ ანდრე ონანა ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. კამერუნელი მეკარე ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, მაგრამ რამდენად მოიგებს პროცესს რთული სათქმელია.
ანდრე ონანა „აიაქსში“ 2015 წლიდან ირიცხება. ამსტერდამელებთან ერთად კამერუნელი მეკარე ნიდერლანდების ჩემპიონი 3-ჯერ გახდა და ევროპა ლიგის ფინალშიც გააღწია.





