დღეს, 5 თებერვალს, კრიშტიანო რონალდუს 36 წელი შეუსრულდა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ასაკს არაფერში დაგიდევთ და მოედანზე ისევ მკვირცხლი ბიჭივით გამოიყურება.
ვინ, ვინ და ეს ყველაზე კარგად „იუვენტუსის“ ბოსებმა იციან. ამიტომაც, მათ რონალდუს კონტრაქტის 2023 წლამდე გახანგრძლივება შესთავაზეს ღრმად დარწმუნებულებმა იმაში, რომ პორტუგალიელი 38 წლისაც გუდნისთვის გამოსადეგი იქნება.
მიმდინარე სეზონში კრიშტიანო რონალდუს ანგარიშზე უკვე 22 გოლია და ვეჭვობთ ამით დაკმაყოფილდეს, „ბებერ ქალბატონთან“ კი ხელშეკრულებას ალბათ დიდი სიამოვნებით გააგრძელებს.





