ცუდი დროება უდგას საფეხბურთო კლუბ მარსელის „ოლიმპიკს“. ერთ დროს მრისხანე ფრანგული გრანდი, რომელსაც ოთხმოცდაათიან წლებში ჩემპიონთა ლიგაც მოგებული აქვს და არც შემდეგ გამოიყურებოდა ცუდად, მიმდინარე სეზონში სერიოზული პრობლემები აქვს.
გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კი იასპარეზა, მაგრამ ძალიან წარუმატებლად და საქმეები კარგად არ შიდა სარბიელზე აქვს. მარსელმა საფრანგეთის ჩემპიონატში ზედიზედ 4 მატჩი წააგო, სატურნირო ცხრილშიც ჩამოქვეითდა და ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ საგზურს საკმაოდ ჩამოცილდა. ეს ამბავი კი გუნდის გულშემატკივრებს არ მოსწონთ და პროტესტიც გამოხატეს, რასაც არეულობა მოჰყვა.
ლიგა 1-ის 22-ე ტურის მატჩიც, რომელშიც „მარსელი“ „რენს“ უნდა დაპირისპირებოდა სწორედ ამ არეულობის გამო ჩაიშალა. ის ადრე თუ გვიან რა თქმა უნდა მაინც გაიმართება, თუმცა ჯერ თარიღი უცნობია.
„მარსელის“ რამოდენიმე ასეული ქომაგი კლუბის საწრთვნელ ბაზაზე მივიდა და აგრესიული პროტესტი გამოხატა. მათ ასაფეთქებელი მოწყობილობები გამოიყენეს, ინციდენტი პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა და ჯამში 25 ადამიანი დააკავეს.





