„პსჟ“-დან დათხოვნის შემდეგ, ტომას ტუხელი უმუშევრად დიდხანს არ დარჩენილა. ახალგაზრდა გერმანელ სპეციალისტს რომან აბრამოვიჩმა ლონდონში უხმო და „ჩელსის“ გაძღოლა ანდო.
ტომას ტუხელს პირველი გამოცდა არისტოკრატების მთავარი მწვრთნელის რანგში „სტემფორდ ბრიჯზე“ ელის, სადაც პრემიერლიგის მორიგ ტურში „ვულვზს“ დაუპირისპირდება. მანამდე კი ის ამ თანამდებობაზე დანიშვნას ასე ეხმაურება:
„მიჭირს ამ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა. ემოციებს ვერ ვუმკლავდები. 3 დღეა ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ის განცდა, რომ ჩელსის მთავარი მწვრთნელი ვარ მომაჯადოებელია. ბედნიერი ვარ აქ ყოფნით.
ჩემს სამწვრთნელო შტაბთან ერთად ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ასეთი შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა. ჩელსის დონის დიდი გუნდის ოჯახის წევრობა ყველასთვის განსაკუთრებული პატივია.
ეს ჩემი კარიერის სერიოზული გამოწვევაა. მეძლევა შესაძლებლობა ძალები პრემიერლიგაში მოვსინჯო“ – ამბობს ტომას ტუხელი.





