თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე, თურქული „ფენერბახჩეს“ წინააღმდეგ გაიბრწყინა. გათამაშების 21-ე ტურში მოსკოველები თურქებს საკუთარ მოედანზე დაუხვდნენ და 89:83 დამარცხდნენ. წაგების მიუხედავად, ქართველი კალათბურთელის მონაგარი არ უნდა დაიკარგოს.
თოკომ მოედანზე 25 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 18 ქულა, 2 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ამით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თავისი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.
აქვე უნდა ითქვას, რომ შეხვედრის საუკეთესო ეპიზოდად თოკოს ჩატენვა დასახელდა.
საგულისხმოა, რომ „ფენერბახჩეს“ ამჟამინდელი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი, იგორ კოკოშკოვია.




