გიორგი შერმადინის „იბეროსტარი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში იტალიაში „სასარისთან“ 72:92 დამარცხდა.
გადამწყვეტი მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა 29:7 მოიგეს და მატჩის ბედიც გადაწყვიტეს.
შერმადინმა ჩვეულად კარგად ვერ ითამაშა – 25:44 წუთში 6 ქულა (7-დან 1 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 7 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა და 4-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 6 იყო.
17 ნოემბერს „იბეროსტარი“ „გალათასარაის“ უმასპინძლებს.





