„ჩელსის“ რომ პრობლემები აქვს არახალი ამბავია. არისტოკრატებს რა ხანია მოგების გემო დავიწყებული აქვთ, რაც პრემიერლიგის სატურნირო ცხრილზეც აისახა. ლონდონელები ოდენ მე-9 ადგილზე არიან, რაც ასეთი ამბიციების მქონე გუნდისთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი არ უნდა იყოს.
შესაბამისად, აქა-იქ უკვე ფრენკ ლამპარდის გათავისუფლებაზეც ალაპარაკდნენ. ეგ კი არა, რამდენიმე ბრიტანულმა გამოცემამ ლამპარდის სავარაუდო შემცვლელიც დაასახელა. მათ შორის გაიჟღერა ანდრეი შევჩენკომაც.
თავად ფრენკ ლამპარდი კი მოვლენების განვითარებას მშვიდად ელოდება.
„ერთი თვის წინანდელთან შედარებით, ახლა რადიკალურად სხვა სიტუაციაა. მაშინ ყველაფერი თითქოს ვარდისფრად მოჩანდა, თუმცა ეს არის ფეხბურთი. მე პასუხისმგებელი შიდა სამზარეულოზე ვარ, რაც გარეთ ხდება ჩემი საქმე არ არის და არც მაინტერესებს.
ჩელსი ჩემი სახლია. ასე იყო ფეხბურთელობის პერიოდში და ასეა ახლაც. მწვრთნელად დანიშვნის დროს უდიდეს მხარდაჭერას ვგრძობდი და ამისთვის დიდი მადლობა ყველას. რა იყო წარსულში უკვე ჩავლილი ამბავია. ჩემი განვლილი საფეხბურთო კარიერა თანამდებობიდან გათავისუფლებისგან არ მიცავს. ახლა მხოლოდ ჩემ საქმეზე ვარ კონცენტრირებული“ – აღნიშნა ფრენკ ლამპარდა.





