მადრიდის „რეალმა“ ქულები დაკარგა. ლა-ლიგის მორიგ ტურში, სამეფო გუნდმა „ოსასუნას“ გასვლაზე ვერაფერი დააკლი და მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. რა თქმა უნდა, „რეალისთვის“ ეს შედეგი დამაკმაყოფილებლად ვერ ჩაითვლება, რადგან არა გვგონია მადრიდელებს 3 ქულა არ ჰქონოდათ დაგეგმილი.
უკმაყოფილოა ზინედინ ზიდანიც, თუმცა „რეალის“ დამრიგებელი ზახს სხვა გარემოებას უსვამს.
„მატჩი აუცილებლად უნდა გადადებულიყო. ამას ფეხბურთი არ ერქვა, რადგან ძალზედ რთულ კლიმატურ პირობებში ვითამაშეთ. ისიც კი გაურკვეველია როდის დავბრუნდებით მადრიდში.
ხალხს ფეხბურთი უყვარს და არა ის, რაც დღეს მოედანზე ხდებოდა. ამას ფეხბურთთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ასეთ ამინდსა და პირობებში მატჩი არ უნდა გამართულიყო. რა გაეწყობა, ახლა მომავალ მატჩზე უნდა ვიფიქროთ“ – აღნიშნა ზიდანმა.
მომდევნო მატჩი კი „რეალს“ 14 იანვარს „ბილბაოსთან“ სუპერთასზე აქვს. რაც შეეხება ლა-ლიგას, ზიდანის შეგირდები 37 ქულით მეორე ადგილზე არიან და „ატლეტიკოს“ ქულით ჩამორჩებიან, თუმცა დიეგო სიმეონეს გუნდს 3 მატჩი მარაგში აქვთ.





