თბილისის „ლოკომოტივმა“ გუნდში 14 წლის მეკარე დაიმატა.
სოსო კოპალიანთან კლუბმა 3.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალი სეზონისთვის, ის პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშებს.
ცნობისთვის, სოსო კოპალიანი აქამდე ქუთისის „ტორპედოში“ ირიცხებოდა. ის ეროვნული ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელიც 13 წლის ასაკში კლუბის განაცხადში მოხვდა. ფინანსური კრიზისის პერიოდში, როდესაც ქუთაისური კლუბი საკმაოდ ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, „ტორპედოს“ მაშინდელმა დამრიგებელმა, კახა ჩხეტიანმა კოპალიანი ეროვნული ლიგის ერთ-ერთი მატჩის განაცხადში შეიყვანა.





