ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა დააჯარიმა. მიზეზი საკუთარი ფეხბურთელების მიმართ არასპორტული საქციელია.
ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ომონიასთან“ წაგებულ შეხვედრაში ქეცბაიამ მატჩის 28-ე და 34-ე წუთებზე „ანორთოსისის“ რამდენიმე ფეხბურთელს უხეშად მიმართა, რაც სადისციპლინო კომიტეტის წარმომადგენლებს არ გამოჰპარვიათ.
ცნობისთვის, ეს არ არის 52 წლის სპეციალისტის დაჯარიმების პირველი შემთხვევა. რამდეიმე თვის წინ, ქართველი მწვრთნელი მოედანზე თორნიკე ოქრიაშვილთან კამათის გამოც დააჯარიმეს. ამასთან, თემურმა რამდენჯერმე პრესკონფერენციის გამართვაზეც თქვა უარი, ან არასაკმარისად ილაპარაკა, რის გამოც ასევე ჯარიმა მიიღო.





