საბერძნეთის სუპერ ლიგის მე-14 ტურში ბაჩანა არაბულის და გუგა ფალავანდიშვილის „ლამია“ საკუთარ მოედანზე „არისს“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა.
საგულისხმოა, რომ შეხვედრაში ორივე გოლი ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა. ბაჩანა არაბულმა ანგარიში მე-8 წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა, მე-17 წუთზე კი მეტოქეს ულამაზესი „მაკრატელა“ გაუტანა.
რაც შეეხება გუგა ფალავანდიშვილს, ის მატჩში სათადარიგოდან 77-ე წუთზე ჩაერთო და მოედანზე დაახლოებით 15 წუთი გაატარა.
„ლამიასთვის“ ეს გამარჯვება სუპერლიგაში პირველი იყო. ქართველი ფეხბურთელების გუნდი სატურნირო ცხრილში 5 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება.





