წარსულში პროფესიონალი მოკრივე, ვლადიმერ კლიჩკო მრავალი წლის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონი იყო, შესაბამისად მისი სახელი ნებისმიერ ქვეყანაში იციან და თავშესაფრის პოვნა და ომისგან არიდება მარტივად შეეძლო, თუმცა ფრონტის წინა ხაზზე შეიარაღებული დგას თავისი ქვეყნის და მიწის დასაცავად.
კლიჩკომ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და რუსებს მიმართა.
“ეს მიმართვა რუსებისთვის არის, მოისმინეთ ვისაც აზროვნების უნარი გაგაჩნიათ!
იმპერიალისტური ამბიციებით, უკრაინაში შემოჭრითა და თქვენი არმიის ბარბაროსობით, თქვენ სიძულვილი საუკუნეებით დათესეთ.
საერთოდ არ აღიქვამდით იმ ინფორმაციას, რომელსაც თქვენი უკრაინელი მეგობრები და ნათესავები გაწვდიდნენ. თქვენ მთელი 8 წელი იყავით ჩუმად, როცა თქვენმა ქვეყანამ ყირიმი და დონბასის ნაწილი დაიპყრო. თქვენ ამპარტავნული დამოკიდებულება გქონდათ უკრაინელებთან და თვლიდით, რომ ასეთი ერი არ არსებობდა. თქვენ უყვებოდით ერთმანეთს რაღაც მითებს, ნაცისტებზე და სხვა ბოდვებზე… თქვენი ჯარისკაცები, ქმრები და შვილები მოვიდნენ ახლა უკრაინაში და ამის შესახებ ყველამ იცით! თქვენ ურეკავთ და ეკითხებით, როგორ არიან იქ დავალებაზე. დაიმახსოვრეთ, ჩვენ არ გვჭირდება განთავისუფლება. ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ და ვაშენებთ ჩვენს ქვეყანას. უკარაინა არის თავისუფალი სახელმწიფო, რომელმაც დემოკრატიული, ევროპული განვითარების გზა აირჩია! ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი არჩევანის გამო. დღეს, ისე როგორც არასდროს ვართ ერთიანი, და ამაში დარწმუნებული ვართ. ჩვენ არ მოვსულვართ თქვენს მიწაზე, ეს თქვენ კლავთ ჩვენს ბავშვებს, ბომბავთ და მიწასთან ასწორებთ ჩვენს ქალაქებს და სახლებს. იცოდეთ თქვენ აქ ორკებს გიწოდებენ. ახლა არ არსებობს კარგი და ცუდი რუსი… თქვენ უსმენთ და იჯერებთ გაგიჟებული კაცის და დიქტატორის პროპაგანდას. მთელი ცივილიზებური სამყარო უკრაინისკენ არის. ისინი აღფრთოვანებული არიან, თუ როგორ ვიცავთ ჩვენს მიწას. დიახ, მარტივი არ იქნება, მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით, არ გვეშინია და ეს თქვენმა არმიამ უკვე გაიგო… ულტიმატუმებით საუბარი იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარი მიწის გამო კვდებიან უაზრობაა. დაიმახსოვრეთ, როგორც არ უნდა სცადოთ უკრაინის და უკრაინელების განადგურება, თუ თქვენ ასე გააგრძელებთ თქვენი ქვეყანაც ვერ გადარჩება. ნუ კანკალებთ შიშით და გულგრილობით, იყავით თამამები, როგორც უკარინელები! გადაარჩინეთ თქვენი ქვეყანა. ჩვენ კი არასდროს დავნებდებით და უკრაინას არ დავთმობთ, მე ვამაყობ რომ უკრაინელი ვარ. მე ძლიერი, თავისუფლების მოყვარე, და გმირული ერის წარმომადგენელი ვარ. დიდება უკრაინას!”, – ამბობს კლიჩკო.