17 მარტს, “დინამო სოხუმის” 16-წლამდელთა გუნდი თურქეთის ქალაქ ალანიაში საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრება. Turkish Holideys სტარტს 21 მარტს აიღებს, სადაც მონაწილეობას ცნობილი ევროპელი კლუბები მიიღებენ.
აღნიშნულ ტურნირზე ისეთი გუნდები იასპარეზებენ, როგორიც – “გალათასარაი”, “ფენეხბახჩე”, ლაციო”, “სელტა”, “ფიორენტინა”, ბრემენის “ვერდერი”, მოსკოვის “ლოკომოტივი” და დონეცკის “შახტარია”.
აქვე გეტყვით, რომ “დინამო სოხუმის” 16-წლამდელთა გუნდი საქართველოში 27 მარტს დაბრუნდება.





