ესპანური გამოცემა As-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” 21 წლის მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა შესაძლოა “გრანადასთან” მატჩი გამოტოვოს.
ესპანური მედიის ცნობით, ქართველ მეკარეს ყელი ასტკივდა და სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა არ მიუღია.
დიდი ალბათობით 21 წლის მეკარე შეხვედრამდე გამოჯანმრთელებას მოასწრებს, თუმცა თუ მოვლენები სხვა გვარად განვითარდა ხოსე ბორდალასი ძირითად შემადგენლობაში ხაუმე დომენიკს დააყენებს.
ცნობისთვის, “ვალენსიასა” და “გრანადას” შეხვედრა 5 მარტს, თბილისის დროით 21:30 საათზე შედგება.





