რუმინულმა კლუბმა, “კრაიოვას უნივერსიტატეამ” მაისურებზე გვარების ნაცვლად უკრაინის ქალაქების სახელები დააწერა.

“ყველა მაისური მოგვიანებით გაიყიდება აუქციონზე და მთელი თანხა გადაეგზავნება უკრაინის საზოგადოებრივ ორგანიზაციებს”, – წერია კლუბის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინის ბრძანებით რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, რამაც მთელი მსოფლიოს აღშფოთება და დიდი სანქციები გამოიწვია.





