რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. აფეთქების ხმა ისმის უკრაინის სხვადასხვა ქალაქში. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაც არის გამოაცხადებული.
აღნიშნული, მდგომარეობის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა.







