“დინამო” სოხუმის აკადემიის U16 გუნდი თურქეთის ქალაქ ალანიაში 25-30 მარტს საერთაშორისო ტურნირში “EVIMA FOOTBALL Cup” მიიღებს მონაწილეობას .
ტურნირში “დინამო” სოხუმის აკადემიასთან ერთად მონაწილეობას მოსკოვის ცსკა, “გალათასარაი”, ბერგამოს “ატალანტა”, “ლაციო” და სხვა საფეხბურთო კლუბების აკადემიები მიიღებენ.
“დინამო სოხუმი” წარსდგება, როგორც ქართული საფეხბურთო კლუბი, რაც კიდევ ერთი საერთაშორისო დონეზე დაფიქსირებული აქტი იქნება, რომ აფხაზეთი და სოხუმი საქართველოა”, – ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ გვერდზე.






