მემფის გრიზლისის გამთამაშებელმა ჯა მორენტმა ბრუკლინ ნეთსთან მატჩი, მარცხენა ტერფის ტრავმის გამო ვერ დაასრულა.
შეხვედრის პირველი ნახევრის ბოლოს ჯა ტიმოთე ლუვალუ-კაბაროს ფეხზე უხერხულად დახტა, რის გამოც კოჭი გადაუბრუნდა და ის პარკეტიდან ეტლით გაიყვანეს, იმ დროისთვის მას 7 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 მოხსნა ჰქონდა.
Ja Morant injury 😬 pic.twitter.com/lYEDHZWqiK
— THE NBA Hustle 🏀 (@TheNBAHustle) December 29, 2020
ESPN-ის ინსაიდერი ედრიან ვოჯნაროვსკის ინფორმაციით, რენტგენის სხივებმა მოტეხილობა არ გამოავლინა, დღეს მორენტი MRI გამოკვლევას გაივლის და ტრავმის სიმძიმე უკეთ გამოჩნდება.
რაც შეეხება მატჩს, ის გრიზლისმა მოიგო (116: 111), ბრუკლინს ამ მატჩში ლიდერები კევინ დურანტი და კაირი ირვინგი აკლდნენ. ასევე მძიმე ტრავმა მიიღო (ჯვარედინი იოგები დაიზიანა) სპენსერ დინვიდიმ, რომლისთვისაც დიდი ალბათობით სეზონი დასრულებულია.





