შოთა არველაძის „ჰალ სიტი“ ჩემპიონშიპის ერთ-ერთ ლიდერს, „ქუინს პარკ რეინჯერსს“ ურთულესს შეხვედრაში 1:1 დაუზავდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, შოთა არველაძემ სოციალური ქსელის მეშვეობით, მატჩზე მისულ ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა.
„ძალიან გამახარა ლონდონში, სტადიონზე მოსული ქართველი გულშემატკივრის დანახვამ და მათთან შეხვედრამ. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!“ – განაცხადა შოთიმ.





