ისრაელის ქალაქ თელ-ავივში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანდ სლემზე, 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ილია სულამანიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ახალგაზრდა სპორტსმენმა 1/8 ფინალში მასპინძელი სტანისლავ ბანჩუკი დაამარცხა, 1/4 ფინალში ედუარდ სერბანს სძლია, ნახევარფინალში ზელიმ კოცოევს აჯობა, ფინალში კი მაიკლ კორელს მოუგო და ჩემპიონი გახდა.
დღეს, 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე კიდევ ერთმა ქართველმა ძიუდოისტმა, ონისე სანებლიძემ მეხუთე ადგილი დაიკავა.
ტურნირის პირველ დღეს ეთერ ლიპარტელიანი ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ილიას მსგავსად ოქროს მედლის მოპოვებას, გურამ თუშიშვილი ეცდება, ონისე ბუღაძე კი ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად იბრძოლებს.
ცნობისთვის, ილია სულამანიძემ IJF-ის მსოფლიოს ტურზე კარიერაში მე-4 მედალი მოიპოვა.






