ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის “რუბინის” შემადგენლობაში თურქულ შეკრებაზე, მორიგი მატჩი ჩაატარა და “დინამო მოსკოვს” ეფექტურად გაუტანა. ქართველი შემტევი საჯარიმოში შეიჭრა, მცველებს გასცდა და “დინამოს” მეკარე უძლური დატოვა. საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ წინა მატჩში კვარცხელიამ, მცირე ტრავმის გამო ვერ ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვის “დინამოსთან” მატჩი დახურული იყო და შეხვედრის ტრანსლირება არ მიმდინარეობდა.
“რუბინისთვის” თურქული შეკრება დასრულდა. ყაზანელები მომდევნო თამაშს, 28 თებერვალს სტუმრად “ზენიტთან” გამართავენ.





