რიტმულ ცეკვებში პეკინის ოლიმპიადაზე მეოთხედ გამოვიდა გიორგი რევიასა და მარია კაზაკოვას დუეტი.
აქამდე ისინი ორჯერ გუნდურ შეჯიბრებაში გამოვიდნენ, შემდეგ ინდივიდუალურ ასპარეზობაში ჩაერთვნენ. 12 თებერვალს მოკლე პროგრამა წარმოადგინეს, 14 თებერვალს კი თავისუფალი.
მოკლე პროგრამაში მათ 67.08 ქულა დაიმსახურეს, თავისუფალში – 164.33. ამ მაჩვენებლით ქართულმა წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მე-19 ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ კაზაკოვა და რევია გუნდურ გამოსვლაში მერვეები იყვნენ.
რაც შეეხება ინდივიდუალურ ჩათვლას, რიტმულ ცეკვებში ოქროს მედალი გაბრიელა პაპადაკისისა და ჟილომ სიზერონის ფრანგულმა წყვილმა მოიპოვა.




