კიევის დინამოს პრეზიდენტმა, იგორ სურკისიმ გიორგი წიტაიშვილის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.
“წიტაიშვილის დამატება MLS-ის გუნდს იანვარში ძალიან სურდა, 3 მილიონ დოლარს იხდიდნენ და ოფიციალური შემოთავაზებაც გამოაგზავნეს, მაგრამ წიტაიშვილი დავარწმუნე, რომ დარჩენილიყო, იმისათვის, რომ მომდევნო თვეები მაღალ დონეზე ეთამაშა და კიევის “დინამოში” დაბრუნებულიყო”, – განაცხადა სურკისმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილი ოდესის “ჩერნომორეცში” იჯარით თამაშობს. მან მიმდინარე სეზონში, 21 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.






