ყაზანის “რუბინის” სპორტულმა დირექტორმა, ოლეგ იაროვინსკიმ ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება დაასახელა.
“როცა ბავშვობაში უყურებ ყველა ამ ლიგას და ახლა ხვდები, რომ იქ წასვლის რეალური შესაძლებლობა გაქვს, მაგრამ არავის მიჰყავხარ ძალიან გულდასაწყვეტია.
უბრალოდ, ის მომენტი, როცა ეს არ ხდება, გთრგუნავს. საჭირო იყო ამ ყველაფრისთვის დრო დაეთმო, რომ განეცადა ეს. ახლა მან ფიქრებით საბოლოოდ დატოვა ეს სიტუაცია. ფასი არ შეცვლილა, ხვიჩა 20 მილიონი ევრო ღირს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვმართავთ მოლაპარაკებებს. გასულ ზაფხულს ყველა ხვიჩათი ინტერესდებოდა, ვნახოთ რა იქნება”, – განაცხადა იაროვინსკიმ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ხვიჩა კვარაცხელიამ წლის პირველი შეხვედრა ბათუმის “დინამოს” წინააღმდეგ ჩაატარა და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა.





