ქალაქ პეკინში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ასპარეზობაში ქართველი სპორტსმენებიც ჩაერთვნენ.
საბოლოო ჯამში, აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობას ჩვენი ქვეყნის 9 სპორტსმენი მიიღებს:
მორის ყვითელაშვილი (ფიგურული ციგურაობა), ლუკა ბერულავა (ფიგურული ციგურაობა), კარინა საფინა (ფიგურული ციგურაობა), გიორგი რევია (ფიგურული ციგურაობა), მარია კაზაკოვა (ფიგურული ციგურაობა), ანასტასია გუბანოვა (ფიგურული ციგურაობა), ნინო წიკლაური (სამთო თხილამურობა), სოსო ჯაფარიძე ( სამთო თხილამურობა), საბა ქუმარიტაშვილი ( ციგაობა).
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩვენი ქვეყნის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს წარმატებები უსურვა:
“დღეიდან ქართველ სპორტსმენებს მთელი საქართველო გულშემატკივრობს. 2022 წლის ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები დაიწყო.
წარმატებებს ვუსურვებ ჩვენი ქვეყნის ცხრა სპორტსმენს, რომლებიც საქართველოს სახელით იასპარეზებენ სპორტის სამ სახეობაში.“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვლმა.
შეგახსენებთ, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშები 20 თებერვალს დასრულდება.







