საქართველოს ნაკრებისა და “აპოელის” 28 წლის ფეხბურთელმა, გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის თასზე ნიქოზიას “ოლიმპიაკოსს” გაუტანა. კვიპროსის თასის 1/8 ფინალურ შეხვედრაში “აპოელი” ნიქოზიას “ოლიმპიაკოსს” ესტუმრა და 0:4 გაანადგურა.
მატჩის 48-ე წუთზე გიორგიმ გოლი გაიტანა და თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა, გიორგი ქვილითაიას გარდა, კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა, ბუბა დაუშვილმა მიიღო. 32 წლის ნახევარმცველმა მოედანზე 65 წუთი გაატარა.
“აპოელი” ორი მატჩის ჯამში მოპოვებული გამარჯვებით კვიპროსის თასის 1/4 ფინალში გავიდა.
გიორგიმ მიმდინარე სეზონში “აპოელის” მაისურით ჩატარებულ 15 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.





