თბილისის “ლოკომოტივში” გიორგი გაბაძე, დავით სამურკასოვი და თორნიკე ძებნიაური დაბრუნდნენ. ინფორმაციას დედაქალაქური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
თბილისის “ლოკომოტივს” დიდი ფინანსური პრობლემები აქვს, სწორედ ამიტომ დედაქალაქურ გუნდს რამდენიმე კვირის წინ ზემოდჩამოთვლილი ფეხბურთელებთან გამომშვიდობება მოუხდა.
საბოლოო ჯამში, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა ამ ფეხბურთელების დაბრუნება მოახერხა.
გიორგი გაბაძემ თბილისურ გუნდში ჩატარებულ 124 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
თორნიკე ძებნიაურმა გიორგი ჭაღიაშვილის გუნდის მაისურით ჩატარებულ 57 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
დავით სამურკასოვმა “ლოკომოტივის” მაისურით ჩატარებულ 155 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ცნობისთვის, თბილსისის “ლოკომოტივი” ეროვნული ლიგის ახალ სეზონში პირველ შეხვედრას 26 თებერვალს “თელავის” წინააღმდეგ ჩაატარებს.








