დანიის ნაკრების 29 წლის ფეხბურთელი, კრისტიან ერიქსენი კარიერას “ბრენტფორდში” გააგრძელებს. ინფორმაციას ინგლისური გუნდი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
დანიელ ფეხბურთელს ევროპის ჩემპიონატზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ არ უთამაშია.
ერიქსენი ბოლოს “ინტერში” თამაშობდა, თუმცა იტალიაში კარდიოსტიმულატორით თამაში აკრძალულია, სწორედ ამიტომ დანიელ ფეხურთელს კონტრაქტის გაწყვეტა მოუწია.
29 წლის ნახევარმცველმა “ბრენტფორდთან” ხელი 6-თვიან კონტრაქტს მოაწერა.
ტრანსფერში დიდი წვლილი თომას ფრანკმა იქონია, “ბრენტფორდის” მწვრთნელი დანიელი გახლავთ და მას თავის გუნდში ერიქსენის ხილვა ძალიან უნდოდა.
კრისტიან ერიქსენს პრემიერ ლიგაში აქამდეც უთამაშია. დანიელი ფეხბურთელი წლების განმავლობაში “ტოტენჰემის” ღირსებას იცავდა.
It's Official, @ChrisEriksen8 is a Bee
🇩🇰 The Danish international will link up with Bees for rest of season
📄 https://t.co/6cDQ91l2dl#BrentfordFC #EriksenJoins pic.twitter.com/r57bj2FLJp
— Brentford FC (@BrentfordFC) January 31, 2022





