საქართველოს ნაკრებისა და “სერენის” 21 წლის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ “ბეესხორტს” გაუტანა. ბელგიის ჩემპიონატის 24-ე ტურის შეხვედრაში “სერენმა” შინ “ბეესხორტი” მიიღო და მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა.
გიორგიმ შეხვედრის მე-40 წუთზე პენალტი გაიტანა და თავის გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
მიქაუტაძე მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო, ქართველმა ფეხბურთელმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა, თუმცა არ ჩაუთვალეს, რადგან თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
“სერენი” მომდევნო შეხვედრას 29 იანვარს 21:30 საათზე “ეუპენის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
გიორგი მიქაუტაძემ “ბეესხორტთან” გატანილი გოლით 7-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა.
21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში “სერენის” მაისურით ჩატარებულ 21 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.





