კორონავირუსის გამო, “არსენალსა” და “ტოტენჰემს” შორის გასამართი ლონდონური დერბი გადაიდო. ინფორმაციას ორივე კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ორივე ბანაკში, რამდენიმე ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს, რამდენიმე ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს, სხვა მოთამაშეები კი აფრიკის თასზე არიან წასულები.
შეგახსენებთ, რომ ლონდონური დერბი, დღეს თბილისის დროით 20:30 საათზე უნდა გამართულიყო.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის ჩატარდება აღნიშნული შეხვედრა.
ცნობისთვის, მიკელ არტეტას გუნდი პრემიერ ლიგაში მე-5 ადგილს იკავებს, “ტოტენჰემი” კი ცხრილში მეექვსეა.
🚨 Our match against Tottenham on Sunday, January 16 has been postponed. #TOTARS
— Arsenal (@Arsenal) January 15, 2022






