“ფეჰერვარის” 27 წლის ქართველი ფორვარდი, ბუდუ ზივზივაძე იჯარის წესით კარიერას “ზალაეგერშეგში” გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ ბუდუს მიმართ ინტერესს პოლონური “შლიონსკიც” იჩენდა, მაგრამ მოლაპარაკება მათ შორის ვერ შედგა.
ბუდუ ზივზივაძეს იჯარით წასვლა, მისი სათამაშო დროის ნაკლებობამ გამოიწვია. მან გასულ სეზონში “ფეჰერვარის” რიგებში 12 მატჩში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
ცნობისთვის, “ფეჰერვარი” უნგრეთის ჩემპიონატში 29 ქულით მე-4 ადგილზეა, “ზალაეგერშეგი” კი 23 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს.





