22 იანვარს 23 წლის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია მოვსარ ევლოევს უნდა შეხვედროდა, თუმცა რუს მებრძოლს კორონავირუსი დაუდასტურდა და შეხვედრა ჩაიაშალა.
ევლოევმა სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ილია თოფურიას მიმართავს:
“ახალი კორონავირუსით დავიფინცირდი. სამწუხაროდ, ეს სამთვიანი მზადების ბოლო ეტაპზე, ბრძოლის წინ მოხდა. აუცილებელია დაავადებისგან გამოჯანმრთელება, შემდეგ კი რეაბილიტაცია სუნთქვის ნორმალურად აღსადგენად. ჩემთვის ყველაზე საწყენი ისაა, რომ ვინც ბრძოლას ელოდა, ვერ ისიამოვნებს. გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ ოქტაგონზე მალევე დასაბრუნებლად. კიდევ უფრო მეტს ვივარჯიშებ. ამასობაში, ჩემი მეტოქე ილია თოფურია აგრძელებს შეურაცხყოფას, რომელიც თვითონვე დაიწყო. ბრძოლა ადრე თუ გვიან გაიმართება და ოქტაგონზე მოეკითხება”. – წერს მოვსარ ევლოევი.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში 3 შეხვედრა ჩაატარა, ქართველმა მებრძოლმა სამივე შეხვედრაში იმარჯვა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება ილია თოფურიას მომავალი მეტოქე. კანადელმა სპორტსმენმა შარლ ჟორდენმა ილიასთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა.





