27 წლის ფეხბურთელი, პაპუნა ფონიავა კარიერას მარტვილის “მერანში” გააგრძელებს. ინფორმაციას მეგრული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გამოცდილი ფეხბურთელი მარტვილურ გუნდს წყალტუბოს “სამგურალიდან” შეუერთდა.
27 წლის ნახევარმცველმა იმერულ გუნდში ჩატარებულ 43 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ფონიავა მარტვილის “მერანის” აღზრდილია. გამოცდილმა შუახაზელმა 2011-2015 წლებში მეგრულ გუნდში ჩატარებულ 60 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
პაპუნას სხვადასხვა დროს ქუთაისის “ტორპედოში”, საჩხერის “ჩიხურაში”, ბათუმის “დინამოსა” და “რუსთავში” უთამაშია.





