ერლინგ ჰოლანდი – 20 წლის უნიჭიერესი ფორვარდი, რომლის ხელში ჩასაგდებადაც ევროპულ გრანდებს ტაციაობა აქვთ. სავარაუდოდ, დორტმუნდის „ბორუსიას“ მისი შენარჩუნება ძალიან უნდა გაუჭირდეს.
როგორც თავში ვთქვით, თითქმის არ არსებობს ბობოლა გუნდი, რომლის ბოსებსაც ნორვეგიელის გადაბირება არ სურდეთ და საამისოდ არც საკმაოდ მსუყე თანხა ენანებათ. ერლინგ ჰოლანდი 100 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
Sky Sport Italia-იას მტკიცებით, ნორვეგიელის შეძენის საკითხში ლონდონის „ჩელსი“ დაწინაურდა და ზაფხულში თავისთანაც იახლებსო. ჩვენი უცხოელი კოლეგების თქმით, ფრენკ ლამპარდი „ჩელსის“ ხელმძღვანელობას ნორვეგიელის უპირობო ყიდვას თხოვს.
ერლინგ ჰოლანდი „ბორუსიაში“ ავსტრიული „ზალცბურგიდან“ 2020 წლის იანვარში გადავიდა და მიმდინარე სეზონში, 8 მატჩში უკვე 10 გოლის გატანა მოასწრო.








