საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისა და “აპოლონის” ფეხბურთელმა რეზი ინჯგიამ “აეკის” წინააღმდეგ საგოლე გადაცემა შეასრულა. ლარნაკის “აეკმა” შინ “აპოლონი” მიიღო და მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა.
შეხვედრის 51-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა თანაგუნდელს გაატანინა, თუმცა “აპოლონმა” გამარჯვების მოპოვება მაინც ვერ მოახერხა.
ქართველი ფეხბურთელს სეზონის დასაწყისში კვიპროსული გუნდის თავკაცი ბევრ სათამაშო დროს არ აძლევდა, თუმცა ბოლო პერიოდში რეზის კარგი თამაშიდან გამომდინარე მწვრთნელი მას ყოველკვირეულად უფრო და უფრო ენდობა.
რეზი ინჯგიამ “აპოლონის” მაისურით ჩატარებულ 9 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.





