FootBoom-ის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საქართველოს ნაკრების 21 წლის ფეხბურთელი, გიორგი წიტაიშვილი სეზონის მეორე ნახევარსაც იჯარის წესით “ჩერნომორეცში” გაატარებს.
21 წლის შემტევის შეძენით ბრატისლავის “სლოვანი” ინტერესდებოდა, მაგრამ კიეველებმა მათ შემოთავაზებაზე უარი თქვეს.
ფეხბურთელის მიმართ ინტერესს რუმინული, ბელგიური და ამერიკული კლუბებიც იჩენდნენ. თუმცა, FootBoom იუწყება, რომ წიტაიშვილი ჩემპიონატის მეორე ნაწილსაც ოდესურ კლუბშიც ითამაშებს.
ავტორიტეტული გამოცემა Transfermarkt 21 წლის ფეხბურთელს 1 მილიონ ევროდ აფასებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილმა სეზონის პირველ ნახევარში “ჩერნომორეცის” მაისურით 15 ჩატარებულ შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.





