ედ ვუდვორდი თანამდებობას დატოვებს, მას “მანჩესტერ იუნაიტედის” აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე რიჩარდ არნოლდი ჩაანაცვლებს. ინფრომაციას ინგლისური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
რიჩარდ არნოლდი, რომელიც აქამდე მანჩესტერული გუნდის მმართველი დირექტორი იყო ახალ საქმეში პირველი თებერვლიდან ჩაერთვება.
ედ ვუდვორდი “მანჩესტერ იუნაიტედის” აღმასრულებელი დირექტორი 2012 წლიდან გახლდათ.
51 წლის არნოლდმა ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა:
“ჩემთვის დიდი პატივია, რომ მომეცა საშუალება ვემსახურო ამ დიდებულ კლუბს და მის გულშემატკივრებს. მე მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, დაგიბრუნოთ ეს პატივი, როგორც შემიძლია“. – განაცხადა არნოლდმა.
ℹ️ We are pleased to announce that Richard Arnold will become Chief Executive Officer of the club, effective from 1 February.#MUFC
— Manchester United (@ManUtd) January 6, 2022





