ბათუმის “დინამო” ზამთრის შეკრებაზე ბელეკში გაემგზავრება და 20 იანვარს ნიკა კვეკვესკირის პოზნან “ლეხთან” ამხანაგურ მატჩს გამართავს.
პოლონური კლუბის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის ცნობით, “ლეხი” ვარჯიშს 7 იანვარს დაიწყებს, ოთხი დღის შემდეგ კი გუნდი თურქეთში შეკრებაზე გაემგზავრება.
ადგილზე სულ ოთხი მატჩი გაიმართება. აქედან ერთ შეხვედრაში კი აჭარლები მომავალი სეზონისთვის დიდ გამოცდილებას მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის “დინამო” ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და შესაბამისად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურიც მოიპოვა.





