საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ნიკოლოზ კვეკვესკირმა პოლონურ „ლეხთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას კლუბის Facebook-გვერდი ავრცელებს.
„ნიკა კვეკვესკირი პოზნანის „ლეხში“ კიდევ ორი წლით დარჩება“, – იუწყება კლუბი.

„ლეხის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე 28 წლის კალათბურთელის კომენტარიც ვრცელდება, რომელიც მან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გააკეთა.
„კლუბთან ხელშეკრულება გავახანგრძლივე და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. როდესაც აქ ჩამოვედი, ვთქვი, რომ საუკეთესო თვისებების ჩვენება მსურდა, რაც საბედნიეროდ შევძელი. მიხარია, რომ „ლეხში“ კიდევ ორი სეზონი დავრჩები. კლუბის პროექტის მჯერა და მომავალ სეზონს მოუთმენლად ველი“, – განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა.
ნიკა კვეკვესკირი პოზნანის „ლეხში“ მიმდინარე წლის ზამთარში გადავიდა. 28 წლის ნახევარმცველმა პოლონური კლუბის შემადგენლობაში 9 მატჩი ჩაატარა. საგულისხმოა, რომ თავდაპირველად ნიკა შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა, თუმცა რამდენიმე კვირის წინ კლუბმა მთავარი მწვრთნელი შეიცვალა და მაჩიე სკორნის მოსვლის შემდეგ, კვეკვესკირი ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა.





