ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად თბილისის “დინამოს” თავდამსხმელი ზორან მარუშიჩი დასახელდა.
მარუშიჩის კონკურენტები აღიშნული ჯილდოს მოსაპოვებლად ჯაბა ჯიღაური და ირაკლი აზაროვი გახლდათ.
ზორანი 16 გოლით ეროვნული ლიგის ბომბარიდრი გახდა, სერბმა ფეხბურთელმა საუკეთესო თავდამსხმელის და ლეგინერის ჯილდოც მოიპოვა.
ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარე ლაზარე კუპატაძე გახდა, საუკეთესო მცველად ირაკლი აზაროვი დასახელდა, საუკეთესო ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი გახდა, საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო კი გია გეგუჩაძეს ერგო.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშეების და მწვრთნელის გამოსავლენად, გამოკითხვაში მონაწილეობა ჩემპიონატში მოასპარეზე ათივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა მიიღო.



