ქართველმა მწერალმა დათო ტურაშვილმა პირველი არხის გადაცემა “აუტანელ სიმსუბუქეში” დიეგო მარადონაზე ისაუბრა.
“ვუყურებდი ლაივში მის დაკრძალვას და სულ ვკითხულობდი კომენტარებს, ძირითადად არგენტინელების. ვუყურებდი მათ რეაქციებს. მათ მის მიმართ ფანატიური სიყვარული აქვთ. სწორედ იმის გამო, რომ იყო ყველაზე დიდი, მაგრამ არა, როგორც სპორტსმენი ან ფეხბურთელი. მარადონამ მათთვის და არგენტინისთვის ყველაზე მეტი შეძლო და ყველაზე მეტი გაიღო მოედანზე. მე თარგმნილი მაქვს მისი წიგნი “მე ვარ დიეგო” და იქ ერთი ეპიზოდია, როგორ აღწერს მაისურის ჩაცმას. წარმოგიდგენია, ჩვენ ფეხბურთელებს ჰქონდეთ ეს განცდა, დამოკიდებულება და სიყვარული უბრალოდ მაისურადმი.
“ერთხელ მეცვა მაისური, შოთა არველაძის დამსახურებით ამხანაგურ მატჩში. მარტო ქინქლაძე იყო ჩემზე მაგარი, დედაჩემი მეუბნებოდა ფეხები დაგეღუნება შვილოო, დამღუნოდა. ვალები მაინც არ მექნებოდა”, – განაცხადა ტურაშვილმა.