ქართველი მწერალი დათო ტურაშვილი “დინამო თბილისის” ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ეხმაურება.
“თქვენ ვერ ხვდებით რა მოხდა, რომ ქართული გუნდი გავიდა ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე წყლისა და აუზის გარეშე. წყალბურთელებს საცურაო პირობები არ გაქვთ, თორე საჭყუმპალაო კი არის, აგერ ვერაზეც წახვალ და ჩაყავი ფეხები. წარმოიდგინე რა ნიჭიერი ხალხი ვართ, აუზი არ გვაქვს, წყალი არ გვაქვს და საუკეთესო გუნდებშიც ქართველები გვყავს ყველაზე წარმატებულები”, – თქვა ტურაშვილმა.
ცნობისთვის, “დინამო თბილისი” ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო 8 გუნდში “ბარსელონასთან”, “ბრეშასთან” და სხვა ცნობილ გრანდებთან ერთად თამაშობს.