უნგრულმა გამოცემა Nemzeti Sport-მა NB I-ის ლეგიონერების “ოცნების გუნდი” შეადგინა, სადაც საქართველოს ნაკრებისა და “უიპეშტის” 24 წლის ფეხბურთელი გიორგი ბერიძეც მოხვდა.
გიორგის საშუალო კოეფიციენტი 6.0 გახლდათ, ქართველ ფეხვურთელზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ფერენცვაროშის შემტევ მირტო უზუნის ჰქონდა.
გიორგი ბერიძემ მიმდინარე სეზონში უნგრეთის ჩემპიონატში 13 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა, რითიც თავისი გუნდის ბომბარდირი გახლავთ.
გიორგი ბერიძის “უიპეშტი” მომდევნო მატჩს “ფერენცვაროშის” წინააღმდეგ გამართავს.








