თბილისის სპორტის სასახელში ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სერბეთის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით 4:3 დაამარცხა.
მატჩის გმირი ელისანდრო გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ჯვაროსნებიდან თავი ასევე თალესმა გამოიჩინა.
16 დეკემბერს საქართველოს ნაკრებმა სერბეთითან პირველი მატჩი გამართა, რომელიც ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
ავთანდილ ასათიანის გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, სადაც ჩვენი ნაკრები D ჯგუფში ბოსნიასთან, ესპანეთთან და აზერბაიჯანთან ერთად იმყოფება.
ჯვაროსნები ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში 21 და 22 დეკემბერს ყირგიზეთის ნაკრებს უმასპინძლებენ.





