მიუნხენის “ბაიერნმა” წლის საბოლოო მატჩში “ვოლფსბურგს” უმასპინძლა და ანგარიშით 4:0 გაანადგურა.
აღნიშნულ შეხვედრაში რობერტ ლევანდოვსკიმ მორიგი გოლი გაიტანა. პოლონელმა ფეხბურთელმა 2021 წელს ბუნდესლიგაში 43 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებელით გერდ მიულერის რეკორდი გააუმჯობესა.
პოლონელი თავდამსხმელი ასევე კრიშტიანუ რონალდუს გაუთანაბრდა, ორივე მათგანის საუკეთესო შედეგი ერთ კალენდარულ წელში 69 გატანილი გოლია. ლევანდოვსკიმ ეს მაჩვენებელი გუშინ ჩატარებულ შეხვედრაში გაიმეორა. კრიშტიანუმ კი ეს შედეგი 2013 წელს დააფიქსირა.
ერთ კალენდარულ წელში ყველაზე მეტი გატანილი გოლის რეკორდი ლეო მესის ეკუთვნის, რომელმაც 2012 წელს თავის გამოჩენა 91-ჯერ მოახერხა.
მიუნხენის “ბაიერნი” ბუნდესლიგაში მომდევნო მატჩს 2022 წლის 7 იანვარს “გლადბახის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
Most goals in a calendar year this century:
Leo Messi—91 (2012)
Cristiano Ronaldo—69 (2013)
Robert Lewandowski—69 (2021) pic.twitter.com/f1yf7h0aP0— B/R Football (@brfootball) December 17, 2021