ქართველი მსაჯი მალხაზ ბეუქლიშვილი 49 წლის ასაკში დაიღუპა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის პრობლემები სახელდება.
მალხაზ ბეუქლიშვილი ეროვნულ ლიგაში 2009 წლიდან მსაჯობდა და ერთ-ერთ საუკეთესო არბიტრად ითვლებოდა, პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ კი მასტერ ლიგის და მოყვარულთა ლიგის შეხვედრებზე მუშაობდა.
ცნობისთვის, 2009 წელს ქართველი მსაჯი ოსმა კრიმინალებმა თბილისი-სენაკის მაგისტრალზე, სოფელ ორჭოსანთან გაიტაცეს და მეორე დღეს ქვეყანაში დააბრუნეს.






