თბილისის ზღვის ბაზაზე ეროვნული ლიგის პლეი-ოფის შეხვედრა გაგრასა და ქობულეთის “შუქურას” შორის გაიმართა. გაგრამ მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა და ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის მე-7 წუთზე თამაზ მაქაცარიამ გაიტანა და თავისი გუნდი ეროვნულ ლიგაში დააწინაურა.
გაგრამ ბოლოს ეროვნულ ლიგაში 2012 წელს იასპარეზა, მომავალი სეზონიდან კი ისინი ისევ საქართველოს ჩემპიონატში გამოვლენ.
ქობულეთის “შუქურა” კი ასპარეზობას მომავალ სეზონში ეროვნულ ლიგა 2-ში გააგრძელებს.
მეორე პლეი-ოფის შეხვედრა მარტვილის “მერანსა” და ქუთაისის “ტორპედოს” შორის დღეს, 19:00-ზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გაგრამ ეროვნული ლიგა 2-ის რეგულარულ სეზონში მე-2 ადგილი დაიკავა, საიდანაც მოიპოვა შანსი უმაღლეს ლიგაში დაწინაურებისა და დღეს ეს შანსი რეალობად აქცია.





