საქართველოს ნაკრებისა და “ზირას” 26 წლის თავდამსხმელმა დავით ვოლკოვმა “გაბალას” გაუტანა. აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩში “გაბალა” “ზირას” ესტუმრა და მინიმალური სხვაობით 1:2 დაამარცხა.
პირველი ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე დავით ვოლკოვმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა “ზირამ” მატჩის შემოტრიალება ვერ მოახერხა.
დავით ვოლკოვი აზერბაიჯანის ჩემპიონატში 10 გატანილი გოლით ტურნირის ბომბარდირი გახლავთ.
”ზირა” აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში 13 ტურის შემდეგ 22 მოპოვებული ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება.





